მთავარითემები „მ“მემკვიდრეობის მიღება

მემკვიდრეობის მიღება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 20:21
    სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
  2. ეკლესიასტე 7:11
    კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლო - მზის მომზირალთათვის.
  3. ლუკას 15:12-13
    უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
  4. ებრაელთა 9:15
    ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისთვის, მიიღონ აღთქმული.
  5. 1 პეტრეს 1:4
    უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
  6. ებრაელთა 11:8
    რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
  7. საქმეები 26:18
    მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.
  8. რომაელთა 8:17
    ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.
  9. ეფესელთა 1:14
    რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
  10. გალატელთა 3:14
    იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.
  11. 2 კორინთელთა 1:22
    რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.
  12. 2 კორინთელთა 5:5
    სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.

← ყველა თემა „მ“-ზე