მთავარითემები „მ“მეგობრების არჩევა

მეგობრების არჩევა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 15:33
    ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.
  2. იგავნი 13:20
    ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.
  3. იგავნი 18:24
    ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
  4. იგავნი 17:17
    მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი.
  5. იგავნი 27:5-6
    ცხადი მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.
  6. იგავნი 12:26
    მართალი თავის მოყვასს წინ უძღვის, უკეთურთა გზა კი მათვე აცდუნებს.
  7. იგავნი 22:24-25
    ნუ დაუმეგობრდები გულმწყრალს და გულფიცხელ კაცს ნუ გაეკარები, რომ არ აჰყვე მის გზებს და მახე არ დაუგო შენს სულს.
  8. 2 კორინთელთა 6:14
    ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?
  9. იგავნი 14:6-7
    ღვთის მგმობი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერი კი ადვილად იძენს ცოდნას. განერიდე ბრიყვს, ჭკვიანურ სიტყვას ვერ მოისმენ მისი პირიდან.

← ყველა თემა „მ“-ზე