მთავარითემები „მ“მცდარად ლოცვა

მცდარად ლოცვა

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იაკობის 4:3
    ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
  2. მსაჯული 10:14
    წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!
  3. ესაია 44:17
    ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!
  4. ესაია 45:20
    შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.
  5. იონა 1:5
    შეშინდნენ მეზღვაურნი და ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც ტვირთი ჰქონდათ, ზღვაში გადაყარეს, რომ შეემსუბუქებინათ ხომალდი, იონა კი ხომალდის ბანქვეშ იყო ჩასული, იწვა და ეძინა.

← ყველა თემა „მ“-ზე