მთავარითემები „მ“მატერიალიზმი

მატერიალიზმი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 6:24
    არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
  2. 1 პეტრეს 5:2
    მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
  3. ებრაელთა 13:5
    ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
  4. მარკოზის 4:19
    მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
  5. 1 იოანეს 2:16
    ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.
  6. 1 ტიმოთეს 6:9-10
    გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს; ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
  7. ლუკას 12:15
    უთხრა: „იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.
  8. ეკლესიასტე 5:10
    ფულის მოყვარული ვერ გაძღება ფულით და სიმდიდრის მოყვარული - სიმდიდრით; ესეც ამაოებაა.
  9. ეკლესიასტე 12:13
    ისმინე ყოველივე ამის დასკვნა: გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებანი, რადგან ეს არის უმთავრესი ყველა ადამიანისთვის;
  10. მათეს 22:37-39
    უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
  11. მათეს 6:33
    თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

← ყველა თემა „მ“-ზე