მთავარითემები „მ“მართვა

მართვა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 21:1
    მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიმართავს მას.
  2. 1 კორინთელთა 14:32
    რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ.
  3. იგავნი 16:32
    სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს.
  4. იოანეს 14:26
    ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
  5. იგავნი 29:11
    ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს.
  6. 1 იოანეს 5:19
    მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
  7. 2 კორინთელთა 5:14
    ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ, რომ თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, მაშ, ყველა მოკვდა.
  8. იაკობის 3:2
    რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.
  9. 1 კორინთელთა 7:9
    მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.

← ყველა თემა „მ“-ზე