მთავარითემები „მ“მართლის დაღუპვა

მართლის დაღუპვა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 57:1
    იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.
  2. მიქა 7:2
    მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.
  3. იობი 12:4
    დასაცინი შევიქენი მეგობრებისთვის, ღმერთს მოვუხმობდი მე და ის პასუხს მცემდა; სამასხროდ შევიქენი მართალი და უბიწო.
  4. ეკლესიასტე 7:15
    ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი - დღეგრძელი თავის ბოროტებაში.
  5. ეკლესიასტე 8:14
    აჰა, ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: არიან მართლები, ბოროტეულთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ და არიან ბოროტეულნი, მართალთა საქმეებისამებრ რომ ეზღვებათ. ვთქვი - ესეც ამაოებაა.
  6. იაკობის 5:6
    თქვენ დასდეთ მსჯავრი და მოკალით მართალი, ის კი არ შეგეწინააღმდეგათ.

← ყველა თემა „მ“-ზე