მთავარითემები „მ“მამისა და შვილის ურთიერთობა

მამისა და შვილის ურთიერთობა

35 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 5:18
    ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
  2. რომაელთა 15:6
    რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
  3. 2 კორინთელთა 1:3
    კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
  4. 2 კორინთელთა 11:31
    ღმერთმა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამამ, უკუნითი უკუნისამდე კურთხეულმა, იცის, რომ არ ვცრუობ.
  5. ეფესელთა 1:3
    კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
  6. კოლასელთა 1:3
    ყოველთვის ვემადლიერებით ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას, როდესაც თქვენთვის ვლოცულობთ,
  7. 1 პეტრეს 1:3
    კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
  8. გამოცხადება 1:6
    და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  9. 2 იოანეს 1:3
    მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისგან და მისი ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში.
  10. ებრაელთა 1:5
    ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ”. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?
  11. მათეს 7:21
    ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
  12. მათეს 10:32
    ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  13. მათეს 10:33
    ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  14. მათეს 12:50
    რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
  15. მათეს 16:17
    იესომ პასუხად უთხრა: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
  16. მათეს 18:19
    ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
  17. მათეს 15:13
    მან კი პასუხად მიუგო: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
  18. მათეს 18:10
    ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
  19. მათეს 18:35
    ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
  20. მათეს 11:27
    ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
  21. მათეს 25:34
    მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.
  22. ლუკას 22:29
    და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამაჩემმა,
  23. ლუკას 24:49
    და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
  24. იოანეს 2:16
    მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ”.
  25. იოანეს 5:17
    მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
  26. იოანეს 5:43
    მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
  27. იოანეს 6:32
    იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
  28. იოანეს 6:40
    ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
  29. იოანეს 8:19
    მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
  30. იოანეს 14:7
    მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
  31. გამოცხადება 2:27
    და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე, როგორც მე მივიღე მამისგან.
  32. გამოცხადება 3:5
    გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
  33. გამოცხადება 3:21
    გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
  34. იოანეს 20:17
    ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.
  35. მათეს 11:25
    მაშინ მიმართა იესომ და თქვა: „გაქებ შენ, მამაო, ცისა და ქვეყნის უფალო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.

← ყველა თემა „მ“-ზე