მთავარითემები „მ“მადლი საკმარისია

მადლი საკმარისია

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 კორინთელთა 12:9
    და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
  2. 2 კორინთელთა 9:8
    ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
  3. 2 კორინთელთა 3:5
    არა იმიტომ, რომ საკუთარ თავებს ვთვლით რამის შემძლეებად, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მიერ არის ჩვენი შემძლეობა;
  4. 2 კორინთელთა 12:10
    ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
  5. ეფესელთა 3:16
    რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში.
  6. 2 პეტრეს 1:3
    ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
  7. 1 კორინთელთა 13:10
    არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

← ყველა თემა „მ“-ზე