მთავარითემები „ლ“ლაპარაკის დრო

ლაპარაკის დრო

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:23
    კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
  2. იგავნი 25:11
    მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
  3. 2 ტიმოთეს 4:2
    იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით.
  4. ესაია 50:4
    უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად.
  5. იაკობის 3:5
    ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს.
  6. იგავნი 21:23
    ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან.
  7. იგავნი 18:21
    სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია, და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.
  8. ეკლესიასტე 3:7
    ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;

← ყველა თემა „ლ“-ზე