მთავარითემები „კ“კეთილი სიტყვა

კეთილი სიტყვა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 16:24
    საამო სიტყვა გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ხორცის კურნება.
  2. დაბადება 50:21
    ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.„ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
  3. 2 კორინთელთა 10:7
    შეხედეთ იმას, რაც თქვენს წინაშეა. ვისაც სჯერა, რომ ქრისტესია, თვითონვე დაფიქრდეს, რომ როგორც თავად არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
  4. იობი 4:4
    შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა.
  5. იგავნი 15:1
    ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
  6. იგავნი 25:15
    დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.
  7. იგავნი 31:26
    სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.
  8. ესაია 50:4
    უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
  9. ლუკას 4:22
    ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: „ეს იოსების ვაჟი არ არის?
  10. იგავნი 10:21
    მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
  11. იგავნი 12:25
    დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
  12. იგავნი 15:23
    კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
  13. იგავნი 15:4
    მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.

← ყველა თემა „კ“-ზე