მთავარითემები „კ“კანონმდებელი

კანონმდებელი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იაკობის 4:12
    ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
  2. ესაია 33:22
    რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე - ის გვიხსნის ჩვენ.
  3. ესაია 51:4
    ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.
  4. გამოსვლა 34:32
    ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
  5. მეორე რჯული 4:44
    და ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელის ძეებს.
  6. მეორე რჯული 33:4
    რჯული გვიბრძანა მოსემ, იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
  7. იოანეს 1:17
    ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
  8. იოანეს 7:19
    რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?
  9. საქმეები 7:38
    ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;

← ყველა თემა „კ“-ზე