მთავარითემები „ი“ისრაელისა და იუდას ყველა მეფე

ისრაელისა და იუდას ყველა მეფე

23 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 მეფეთა 16:8
    შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ“.
  2. 3 მეფეთა 1:35
    მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!
  3. 3 მეფეთა 11:43
    განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
  4. 3 მეფეთა 14:31
    მიიძინა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავის მამების გვერდით, დავითის ქალაქში. ნაყამა ყამონელი ერქვა დედამისს. მის მაგიერ აბიამი, მისი ძე გამეფდა.
  5. 3 მეფეთა 15:8
    განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე გამეფდა.
  6. 3 მეფეთა 15:24
    განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით, დავითის, მამამისის ქალაქში. მისი ძე, იოშაფატი გამეფდა მის ნაცვლად.
  7. 3 მეფეთა 22:50
    მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
  8. 4 მეფეთა 8:24
    მიიძინა იორამმა და დაიკრძალა დავითის ქალაქში თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.
  9. 4 მეფეთა 12:21
    მისმა მსახურებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰუზაბად შომარის ძემ განგმირეს იგი. თავის მამებთან დაკრძალეს მეფე, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.
  10. 4 მეფეთა 14:21
    ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
  11. 4 მეფეთა 15:7
    განისვენა ყაზარიამ და დამარხეს იგი თავის მამებთან დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოთამი გამეფდა.
  12. 4 მეფეთა 15:38
    განისვენა იოთამმა თავის მამებთან და მამამისის, დავითის ქალაქში დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზი გამეფდა.
  13. 4 მეფეთა 16:20
    განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიკრძალა მათთან დავითის ქალაქში; მის ნაცვლად ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.
  14. 4 მეფეთა 20:21
    განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, მენაშე გამეფდა.
  15. 4 მეფეთა 21:18
    განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი სახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
  16. 4 მეფეთა 21:24
    მაგრამ დახოცა ქვეყნის ხალხმა ამონ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა.
  17. 4 მეფეთა 23:30
    ეტლით წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. აიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, ზეთი სცხეს და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.
  18. იერემია 22:11
    რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას ნაცვლად გამეფდა, რომელიც ამ ადგილიდან გავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდება!
  19. 4 მეფეთა 23:34
    გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.
  20. 4 მეფეთა 24:6
    განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი გამეფდა.
  21. 4 მეფეთა 24:17
    მათანია, იეჰოიაქინის ბიძა გაამეფა ბაბილონის მეფემ მის ნაცვლად. სახელი შეუცვალა და ციდკიაჰუ დაარქვა.
  22. იერემია 37:1
    და ქონია იეჰოიაკიმის ძის ნაცვლად გამეფდა ციდკიაჰუ იოშიას ძე, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში.
  23. მათეს 2:22
    ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ი“-ზე