მთავარითემები „ი“ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა

ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 8:37
    ფილიპემ მიუგო: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება”. მან უპასუხა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა”.
  2. 2 ტიმოთეს 1:2
    ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.
  3. მარკოზის 9:24
    ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
  4. იოანეს 9:38
    უპასუხა: „მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
  5. იოანეს 6:69
    ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
  6. იოანეს 17:8
    ვინაიდან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ მივეცი; მათ კი მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი; და ირწმუნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
  7. იოანეს 20:8
    მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,
  8. საქმეები 17:4
    ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
  9. საქმეები 28:24
    ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
  10. იოანეს 4:39
    იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
  11. იოანეს 4:41
    კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
  12. იოანეს 11:45
    მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.
  13. საქმეები 13:12
    დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
  14. საქმეები 15:5
    მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
  15. საქმეები 16:34
    სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
  16. საქმეები 17:12
    ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
  17. საქმეები 17:34
    ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
  18. საქმეები 18:8
    ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.

← ყველა თემა „ი“-ზე