მთავარითემები „ი“ის, რაც სულიერია

ის, რაც სულიერია

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანაეს 4:24
    ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
  2. რომაელთა 7:14
    რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.
  3. იოანეს 6:63
    სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
  4. იოანეს 4:23
    მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
  5. 2 კორინთელთა 3:6
    მან მოგვცა შეძლება, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა; ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
  6. 1 კორინთელთა 15:44
    ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
  7. იაონეს 3:6
    ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
  8. რომაელთა 15:27
    ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
  9. 1 კორინთელთა 2:14
    მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
  10. 1 კორინთელთა 2:15
    ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
  11. 1 კორინთელთა 9:11
    თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
  12. 1 კორინთელთა 15:45
    ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
  13. 1 კორინთელთა 15:46
    მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
  14. 2 კორინთელთა 10:4
    ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;
  15. ეფესელთა 6:12
    რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

← ყველა თემა „ი“-ზე