ბიბლიის მუხლები თემაზე
იესოსგან სწავლა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 11:29
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.
- იოანეს 13:15
მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
- ეფესელთა 4:20-21
ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე, რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
- ფილიპელთა 2:5
ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
- 1 პეტრეს 2:21
ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
- 1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
- მათეს 4:19
უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
- მათეს 4:20
მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
- მათეს 4:18
გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი - პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.
- მათეს 16:24
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.