მთავარითემები „ი“იესოს სხეული

იესოს სხეული

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 27:58-59
    მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.  აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
  2. ლუკას 23:52
    მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.
  3. მარკოზის 15:43
    მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სამეფოს; გაბედულად შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.
  4. იოანეს 19:38
    ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
  5. იოანეს 19:33
    იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
  6. ლუკას 24:3
    შიგნით რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს სხეული.
  7. ლუკას 24:23
    ვერ იპოვეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და თქვეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
  8. მარკოზის 15:45
    და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.
  9. ლუკას 23:55
    გალილეიდან გამოყოლილი დედაკაცებიც გაჰყვნენ და იხილეს სამარხი და ის, თუ როგორ დაასვენა მისი ცხედარი.
  10. იოანეს 20:12
    და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.

← ყველა თემა „ი“-ზე