მთავარითემები „ი“იესოს განაცხადები სულზე

იესოს განაცხადები სულზე

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 10:20
    რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
  2. მათეს 12:28
    მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
  3. მათეს 28:19
    ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
  4. მარკოზის 12:36
    რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.
  5. მარკოზის 13:11
    როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
  6. ლუკას 11:13
    ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
  7. ლუკას 12:10
    და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.  სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.
  8. იოანეს 3:5
    მიუგო იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
  9. იოანეს 6:63
    სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
  10. იოანეს 7:38
    ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
  11. იოანეს 14:16
    მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
  12. იოანეს 14:26
    ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
  13. იოანეს 15:26
    როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
  14. იოანეს 16:7
    მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.
  15. საქმეები 1:8
    არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

← ყველა თემა „ი“-ზე