მთავარითემები „ი“იესო, წინასწარმეტყველი

იესო, წინასწარმეტყველი

24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 18:15
    და წინასწარმეტყველს აღადგენს შენგან, შენს ძმათაგან, ჩემს მსგავსად აღადგენს უფალი, თქვენი ღმერთი; მას უსმინეთ;
  2. მეორე რჯული 18:18
    გამოვუყვან მათ თავის ძმათაგან წინასწარმეტყველს შენს მსგავსად, ჩემს სიტყვას ჩავუდებ პირში და ყველაფერს გამოუცხადებს მათ, რასაც ვუბრძანებ.
  3. საქმეები 3:22
    ვინაიდან მოსემ თქვა: ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენივე ძმებიდან; გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
  4. საქმეები 7:37
    ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
  5. მათეს 21:11
    ხალხი კი ამბობდა: ,,ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.
  6. ლუკას 7:16
    ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: ,,დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენს შორის და მოინახულა ღმერთმა თავისი ხალხი”.
  7. იოანეს 4:19
    დედაკაცმა უთხრა: ,,ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
  8. მათეს 21:46
    შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
  9. იოანეს 1:21
    ჰკითხეს: ,,მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: ,,არა ვარ”. ,,წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: ,,არა”.
  10. იოანეს 6:14
    მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ,,ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.
  11. იოანეს 7:40
    ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: ,,ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
  12. იოანეს 9:17
    კვლავ ჰკითხეს ბრმას: ,,შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: ,,წინასწარმეტყველია იგი”.
  13. ლუკას 24:19
    ჰკითხა მათ: ,,რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: ,,იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,
  14. მარკოზის 6:15
    ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.
  15. მარკოზის 8:28
    მათ უთხრეს: ,,იოანე ნათლისმცემელიო, ზოგიც - ელიაო, ზოგი კი - ერთ-ერთი წინასწარმეტყველთაგანიო”.
  16. ლუკას 9:8
    ზოგიც - ელია გამოჩნდაო, სხვები - ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღმდგარაო.
  17. ლუკას 9:19
    მიუგეს: ,,ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო; ზოგი ელიად გთვლის, სხვები კი ამბობენ, ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიაო”.
  18. იოანეს 1:25
    მათ ჰკითხეს: ,,მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?
  19. იოანეს 7:52
    უპასუხეს: ,,შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
  20. ლუკას 7:39
    ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: ,,ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.
  21. ლუკას 4:24
    უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.
  22. მათეს 26:68
    და ეუბნებოდნენ: ,,გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?
  23. მარკოზის 14:65
    ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.
  24. ლუკას 22:64
    თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?

← ყველა თემა „ი“-ზე