მთავარითემები „ი“იესო, როგორც ჩვენი მასწავლებელი

იესო, როგორც ჩვენი მასწავლებელი

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 4:23
    დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.
  2. მათეს 5:2
    და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
  3. მათეს 7:28-29
    და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი - და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.  როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.
  4. მარკოზის 6:34
    გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
  5. ლუკას 4:15
    ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.
  6. ლუკას 5:3
    ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
  7. იოანეს 3:2
    იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: ,,რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
  8. იოანეს 7:14
    დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
  9. იოანეს 8:2
    დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
  10. მათეს 13:37
    მან პასუხად მიუგო: „კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
  11. მათეს 24:33
    ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
  12. მარკოზის 4:34
    იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
  13. ლუკას 8:11
    ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
  14. ლუკას 24:27
    მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.
  15. მარკოზის 4:2
    ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა თავის მოძღვრებაში:
  16. იოანეს 7:16
    იესომ უთხრა მათ: ,,ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
  17. 2 იაონე 1:9
    ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

← ყველა თემა „ი“-ზე