მთავარითემები „ი“იესო ქრისტეს ყოვლისმცოდნეობა

იესო ქრისტეს ყოვლისმცოდნეობა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 1:48
    ჰკითხა ნათანაელმა: ,,საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: ,,ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.
  2. იოანეს 13:11
    რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.
  3. იოანეს 16:30
    ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი”.
  4. იოანეს 21:17
    ეუბნება მას მესამედ: ,,სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: ,,უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: ,,აძოვე ჩემი ცხვრები.
  5. მათეს 11:27
    ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
  6. მათეს 22:18
    იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: ,,რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
  7. მათეს 12:25
    იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: ,,ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
  8. ლუკას 6:8
    მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: ,,ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
  9. გამოცხადება 2:23
    სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.

← ყველა თემა „ი“-ზე