მთავარითემები „ი“იესო ქრისტეს კავშირი მამასთან

იესო ქრისტეს კავშირი მამასთან

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 16:28
    მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. ახლა კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მამასთან მივდივარ”.
  2. იოანეს 6:38
    რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
  3. იოანეს 14:31
    მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.
  4. იოანეს 5:19
    უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
  5. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  6. იოანეს 10:30
    მე და მამა ერთი ვართ”.
  7. იოანეს 6:44
    არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
  8. იოანეს 14:28
    ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
  9. იოანეს 8:49
    მიუგო იესომ: ,,ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
  10. იოანეს 10:15
    როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.
  11. იოანეს 15:10
    თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
  12. მათეს 16:39
    ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.

← ყველა თემა „ი“-ზე