მთავარითემები „ი“იესო ქრისტეს ღვთაებრიობა

იესო ქრისტეს ღვთაებრიობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 1:8
    ხოლო ძეზე: ,,შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
  2. ტიტე 2:13
    ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
  3. რომაელთა 9:5
    მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
  4. 1 იოანე 5:20
    ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
  5. იოანეს 20:28
    მიუგო თომამ და უთხრა მას: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
  6. კოლასელთა 2:9
    ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
  7. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  8. იოანეს 5:23
    რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
  9. იოანეს 10:33
    უთხრეს იუდევლებმა: ,,კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი”.
  10. მარკოზის 10:18
    ხოლო იესომ უთხრა: ,,რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
  11. მარკოზის 2:5-10
    მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: ,,შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”  ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა: ,,რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”  იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: ,,რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?  რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:

← ყველა თემა „ი“-ზე