მთავარითემები „ი“იესო ქრისტე უცოდველია

იესო ქრისტე უცოდველია

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 პეტრე 2:22
    რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
  2. 2 კორინთელთა 5:21
    ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში.
  3. ებრაელთა 4:15
    ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
  4. ლუკას 1:35
    მიუგო ანგელოზმა პასუხად: ,,სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
  5. 1 იოანე 3:5
    ოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.
  6. მათეს 27:24
    როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: ,,უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
  7. იოანეს 19:4
    პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: ,,აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
  8. იოანეს 8:29
    ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
  9. ესაია 53:9
    ბოროტმოქმედებთან მიუჩინეს საფლავი, თუმცა მდიდართან იყო სიკვდილისას; რადგან ძალადობა არ ჩაუდენია და არც მზაკვრობა ყოფილა მის ბაგეზე.
  10. 1 პეტრე 1:18-19
    რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,  არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

← ყველა თემა „ი“-ზე