მთავარითემები „ი“იესო მხსნელია

იესო მხსნელია

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 4:12
    სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.
  2. საქმეები 2:38
    ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
  3. იოანეს 3:16
    რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
  4. 1 ტიმოთეს 1:15
    სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
  5. ლუკას 19:10
    რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.
  6. საქმეები 13:23
    მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
  7. ტიტეს 2:13
    მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,
  8. მათეს 1:21
    შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
  9. ეფესელთა 5:23
    რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
  10. ფილიპელთა 3:20
    ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც – უფალ იესო ქრისტეს,
  11. 2 ტიმოთეს 1:10
    ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება,
  12. იოანეს 4:42
    ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.
  13. 1 იოანეს 4:14
    ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად.
  14. რომაელთა 5:8
    მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
  15. რომაელთა 6:23
    ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

← ყველა თემა „ი“-ზე