მთავარითემები „გ“გზების მოსწორება

გზების მოსწორება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:6
    ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
  2. იგავნი 3:5
    მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
  3. იგავნი 3:7
    ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
  4. იგავნი 4:26-27
    მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.
  5. მათეს 3:3
    ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
  6. ესაია 40:3
    ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: „გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
  7. ებრაელთა 12:13
    მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
  8. ფსალმუნები 5:8
    უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემს მტერთა გამო, მოასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
  9. ესაია 45:13
    მე დავადგინე ის სიმართლით და ყველა მის გზას მე მოვასწორებ, ის ააშენებს ჩემს ქალაქს და წარგზავნის ჩემს დევნილებს საფასურისა და ძღვენის გარეშე!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  10. იერემია 31:9
    ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
  11. ფსალმუნები 106:7
    დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
  12. ესაია 26:7
    მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!
  13. საქმეები 13:10
    და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?

← ყველა თემა „გ“-ზე