მთავარითემები „ღ“ღვთიური მიმართულება

ღვთიური მიმართულება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რიცხვნი 9:23
    უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე, უფლის სამსახურს ასრულებდნენ. და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.
  2. 2 პეტრეს 1:21
    რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
  3. დაბადება 12:1
    უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
  4. გამოსვლა 3:10
    ახლა კი წადი, მიგავლენ ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ხალხი, ისრაელიანები, ეგვიპტიდან.
  5. იესო ნავეს ძე 1:2
    მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ.
  6. მსაჯული 6:14
    მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.
  7. 2 მეფეთა 5:19
    და დაეკითხა დავითი უფალს: „გავიდე ფილისტიმელებზე? ხელში ჩამიგდებ მათ?“ უთხრა უფალმა დავითს: „გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
  8. 3 მეფეთა 17:3-4
    წადი აქედან და აღმოსავლეთისაკენ იარე და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის. ამ ხევის წყალი სვი, ყორნებს კი მე ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ იქ.
  9. 3 მეფეთა 19:15
    და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი შენი გზით უდაბნოზე და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
  10. 3 მეფეთა 21:18-19
    ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ.’

← ყველა თემა „ღ“-ზე