ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთიური მეგობრობა
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იოანეს 11:5
იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე.
- იოანეს 11:35-36
და აცრემლდა იესო. თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.
- იოანეს 13:23
იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
- იოანეს 15:15
აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ.
- გამოსვლა 33:11
და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ნავეს ძე, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს.
- რიცხვნი 12:7-8
მაგრამ ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მას მინდობილი აქვს მთელი ჩემი სახლი. მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი.
- მეორე რჯული 34:10
და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
- 2 ნეშტთა 20:7
განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის, თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი საუკუნოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას?
- იაკობის 2:23
და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა და ღმერთის მეგობარი ეწოდა.