ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთიური განზრახულობა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 45:18
რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: “მე ვარ უფალი და სხვა არ არის.
- რომაელთა 9:17
რადგან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე.
- ესაია 14:27
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა – ვინ დაარღვევს მის გადაწყვეტილებას? დაღერებულია მისი ხელი – ვინ შეაჩერებს მას?
- იერემია 51:29
ირყევა მიწა და ტკივილით იხლართება, რადგან ბაბილონს უსრულდება უფლის მუქარა – უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა, სადაც კაცისშვილი არ გაიჭაჭანებს.
- საქმეები 16:16
მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
- ეფესელთა 1:9
რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისი სათნოყოფით, რომელიც წინასწარ განაჩინა მასში
- ეფესელთა 3:11
მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
- 1 იოანეს 3:8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.