მთავარითემები „ღ“ღვთისგან განდგომა

ღვთისგან განდგომა

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 106:11
    რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
  2. რომაელთა 13:2
    ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
  3. 1 მეფეთა 15:23
    რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
  4. იგავნი 17:11
    მეამბოხე მხოლოდ ბოროტებას დაეძებს, ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნება მას.
  5. 2 თესალონიკელთა 2:3
    არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, - ძე გატიალებისა,
  6. ეზეკიელი 20:8
    მაგრამ ამიჯანყდნენ, არ მოინდომეს ჩემი მოსმენა; არც ერთმა არ მოიშორა თავისი სისაძაგლე თვალთაგან, არ მიატოვეს ეგვიპტის კერპები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას და აღვასრულებ მათზე ჩემს რისხვას შუაგულ ეგვიპტის მიწაზე.
  7. ესაია 59:13
    ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
  8. ეზეკიელი 20:13
    მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.
  9. რომაელთა 8:7
    იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
  10. დანიელი 9:9
    უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
  11. ესია 63:10
    მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.
  12. მეორე რჯული 9:24
    მეამბოხენი ხართ უფლის მიმართ იმ დღიდან, რაც გიცნობთ.
  13. იერემია 3:13
    ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!
  14. 3 მეფეთა 12:19
    ასე განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს.
  15. ესია 1:2
    ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
  16. იერემია 28:16
    ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მალე წარგავლენ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები იმის გამო, რომ უფლის წინააღმდეგ განდგომას ლაპარაკობ”.
  17. მეორე რჯული 31:27
    რადგან ვიცი თქვენი სიჯიუტე და ქედმაგრობა: აჰა, რაც ცოცხალი ვარ, სულ ჯიუტობთ უფლის წინაშე და ჩემი სიკვდილის შემდეგ რაღას იზამთ?
  18. იერემია 33:8
    განვწმედ ყველა უმართლობისგან, რითაც შემცოდეს; მივუტევებ ყველა დანაშაულს, რითაც შემცოდეს და ამიჯანყდნენ;
  19. ფსალმუნები 5:10
    განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; უკუაგდე ისინი თავიანთი ცოდვების სიმრავლისთვის, რადგან აღდგნენ შენს წინააღმდეგ.
  20. მეორე რჯული 1:26
    თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
  21. რიცხვნი 12:1
    და ილაპარაკეს მირიამმა და აჰარონმა მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც ცოლად მოიყვანა; რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად;
  22. ფსალმუნები 77:40
    რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
  23. 2 პეტრეს 2:4
    რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
  24. ფსალმუენი 67:6
    ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
  25. იერემია 2:29
    რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, - ამბობს უფალი.
  26. რიცხვნი 14:9
    ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.

← ყველა თემა „ღ“-ზე