მთავარითემები „ღ“ღვთის სულის ძალით

ღვთის სულის ძალით

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ზაქარია 4:6
    მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  2. საქმეები 10:38
    როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
  3. საქმეები 1:8
    არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე.
  4. ლუკას 24:49
    და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
  5. ლუკას 4:14
    სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.
  6. რომაელთა 15:13
    ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
  7. 2 ტიმოთეს 1:7
    რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
  8. 1 კორინთელთა 2:4
    ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
  9. მიქა 3:8
    მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს - მისი ცოდვა.
  10. საქმეები 6:8
    ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.

← ყველა თემა „ღ“-ზე