მთავარითემები „ღ“ღვთის შიშის მაგალითები

ღვთის შიშის მაგალითები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 11:7
    რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
  2. დაბადება 31:42
    მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!
  3. დაბადება 42:18
    უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
  4. გამოსვლა 1:17
    მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას - ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.
  5. 1 მეფეთა 12:18
    მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
  6. იობი 1:1
    იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
  7. იობი 2:3
    უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.
  8. მალაქია 2:4-6
    და მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება, რათა აღსრულდეს ჩემი აღთქმა ლევის მიმართ - ამბობს ცაბაოთ უფალი. მასთან იყო ჩემი აღთქმა - სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე. ჭეშმარიტების რჯული იყო მის პირში და უმართლობა არ მოიძებნებოდა მის ბაგეებზე. მშვიდობასა და სიმართლეში დადიოდა ჩემთან და მრავალი მოაქცია ურჯულოებისგან.
  9. 4 მეფეთა 4:1
    ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
  10. ნეემია 7:2
    ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.
  11. საქმეები 5:11
    დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.

← ყველა თემა „ღ“-ზე