მთავარითემები „ღ“ღვთის საქმის შეფერხება

ღვთის საქმის შეფერხება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 13:15
    როცა ჯიუტობდა ფარაონი ჩვენი გამოსვლისას, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან ვიდრე პირუტყვის პირველმონაგებამდე. ამიტომ ვწირავ-თქო უფალს ყოველ მამრს, რომელიც გააღებს საშოს და გამოვისყიდი ჩემს ყოველ პირმშოს.
  2. ეზეკიელი 7:19
    თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
  3. ეზეკიელი 14:7
    ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!
  4. ეზეკიელი 14:3
    ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?
  5. ეზეკიელი 14:4
    ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!
  6. რიცხვნი 32:9
    მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
  7. ეზრა 4:4
    ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.
  8. რომაელთა 1:13
    მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
  9. რომაელთა 15:22
    ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
  10. 1 თესალონიკელთა 2:16
    წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
  11. 1 თესალონიკელთა 2:18
    ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.

← ყველა თემა „ღ“-ზე