ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის ჭეშმარიტების ცოდნა
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 ტიმოთეს 1:3
მაკედონიაში გამგზავრებამდე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა ზოგიერთებისთვის გემცნო, რომ არ ასწავლონ განსხვავებული მოძღვრება.
- 2 ტიმოთეს 2:25
სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
- ტიტეს 1:1
პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
- ებრაელთა 10:26
ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,
- 2 იოანეს 1:1
უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია;
დსალმუნები 118:79
დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი - შენი მოწმობების მცოდნენი.