ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის არსებობა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
- გამოსვლა 3:14
უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
- დანიელი 2:28
მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
- გამოცხადება 1:4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;
- გამოცხადება 1:8
მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
- გამოცხადება 4:8
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
- გამოცხადება 11:17
თქვეს: „გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.
- გამოცხადება 16:5
გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.