მთავარითემები „ღ“ღვთის ანგელოზი

ღვთის ანგელოზი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 14:19
    და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან.
  2. 1 მეფეთა 29:9
    ამიტომ დილაადრიანად ადექით შენ და შენი მებრძოლნი, რომლებიც თან გახლავს და ინათებს თუ არა, უკან გაბრუნდით”.
  3. 2 მეფეთა 14:17
    ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან”.
  4. 2 მეფეთა 14:20
    პირდაპირ რომ არ ეთქვა სათქმელი, იმიტომ მოიქცა ასე შენი მსახური იოაბი, მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი, ყოველივეს ხვდება, რაც ამ ქვეყნად ხდება”.
  5. 2 მეფეთა 19:27
    ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
  6. საქმეები 27:23
    რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
  7. გალატელთა 4:14
    და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.

← ყველა თემა „ღ“-ზე