მთავარითემები „ღ“ღვთის აღთქმა აბრაამისათვის

ღვთის აღთქმა აბრაამისათვის

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 12:1-3
    უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
  2. დაბადება 22:17
    ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
  3. გალატელთა 3:16
    ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: „შენს თესლთ” – როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.
  4. რომაელთა 4:13
    ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა – ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე.
  5. გალატელთა 3:18
    ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
  6. ებრაელთა 6:15
    და ასე სულგრძელობით დაიმკვიდრა აღთქმა.
  7. საქმეები 26:6
    და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,
  8. რომაელთა 15:8
    ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
  9. საქმეები 7:5
    მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
  10. საქმეები 7:17
    ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
  11. ებრაელთა 6:17
    ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,
  12. ებრაელთა 11:9
    რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
  13. ებრაელთა 11:17
    რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
  14. გალატელთა 4:28
    და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
  15. რომაელთა 9:8
    ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
  16. ეფესელთა 3:6
    რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.

← ყველა თემა „ღ“-ზე