მთავარითემები „ღ“ღრუბლები მეტაფორულად

ღრუბლები მეტაფორულად

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 96:1-2
    უფალი მეფობს; იხაროს ქვეყნიერებამ, ილხინოს მრავალმა კუნძულმა! ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლესა და სამართალზე არის დაფუძნებული მისი ტახტი.
  2. ესაია 44:22
    წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვები! მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ!
  3. ებრაელთა 12:1
    ამიტომ ჩვენც, გარემოცულებმა მოწმეთა ღრუბლით, ჩამოვიშოროთ ყოველი ტვირთი და შემბოჭველი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.
  4. 2 პეტრეს 2:14-17
    თვალები სავსე აქვთ მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს, გულები გაწვრთნილი აქვთ ანგარებაში. წყევლა-კრულვის შვილნი არიან. მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე. ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული.
  5. 1 კორინთელთა 10:1
    არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი დარჩეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი მამები ყველანი იყვნენ ღრუბლის ქვეშ და ყველამ გაიარა ზღვაში.
  6. იგავნი 25:14
    ფუჭი ძღვენით მოტრაბახე კაცი იგივეა, რაც ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე.
  7. გამოსვლა 30:3
    მოჭედე იგი ხალასი ოქროთი – მისი სახურავი, მისი კედლები და მისი რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
  8. იობი 7:9
    როგორც ღრუბელი ქრება და უჩინარდება, ისე შავეთს ჩასული კაცი უკან არ ამოდის,
  9. იუდა 1:12
    თქვენი სიყვარულის პურობებზე ისინი წყალქვეშა კლდეები არიან. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ თავიანთ თავს; ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან; შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მკვდარნი და ამოძირკვულნი,

← ყველა თემა „ღ“-ზე