მთავარითემები „ღ“ღრეობა

ღრეობა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 10:7
    არც კერპთაყვანისმცემლები გახდეთ, ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია: დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგა სათამაშოდ.
  2. რომაელთა 13:13
    მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,
  3. გამოსვლა 32:13
    გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
  4. მსაჯული 9:27
    გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
  5. მსაჯული 16:25
    და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: „მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
  6. 1 მეფეთა 25:36
    დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
  7. გალატელთა 5:21
    სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
  8. 1 მეფეთა 30:16
    მუსრი გაავლო მათ დავითმა დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, ისინიც აქლემებს მოახტნენ და გაიქცნენ.
  9. 1 პეტრეს 4:3
    რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.
  10. ესაია 24:8-9
    შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.  აღარ მღერიან ღვინის სმისას, სასმელი გაუმწარდათ მსმელთ.

← ყველა თემა „ღ“-ზე