ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთისთვის შესაძლებელი
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 18:14
განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!
- იერემია 32:17
ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
- მათეს 19:26
გადახედა მათ იესომ და თქვა: კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია.
- მარკოზის 10:27
შეხედა მათ იესომ და თქვა: ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია.
- ლუკას 18:27
მან კი უთხრა: ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია.
- იობი 42:2
ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
- მათეს 26:39
ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ.
- მარკოზის 14:35
ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.