მთავარითემები „ღ“ღმერთის უარყოფა

ღმერთის უარყოფა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 10:32-33
    ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  2. ტიტეს 1:16
    ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.
  3. იგავნი 30:8-9
    განმაშორე ტყუილი და სიყალბე, ნუ მომცემ ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს, მაკმარე პური ჩემი არსობისა, 9 რათა გამძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა.
  4. იერემია 59:13
    ღალატი და თვალთმაქცობა ჩავიდინეთ უფლის წინაშე, და განვუდექით ჩვენს ღმერთს; ვლაპარაკობდით სიავესა და ღალატზე, ჩავისახავდით და გულიდან წარმოვთქვამდით ცრუ სიტყვებს.
  5. იერემია 5:12
    უფალს განუდგნენ ისინი და ამბობდნენ: არ არისო ის, და არ გვეწევაო უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.
  6. იერემია 17:10
    მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.
  7. იობი 6:9-10
    ნეტა, ინებებდეს ღმერთი და შემმუსრავდეს! გამოიწვდიდეს ხელს და მომკვეთდეს! ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში, და განვმტკიცდებოდი უმოწყალო სატკივარში, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
  8. 2 პეტრეს 2:1
    იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.

← ყველა თემა „ღ“-ზე