ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთის თანასწორი
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იოანეს 5:18
ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია, არამედ ღმერთს მამა უწოდა, და თავი ღმერთს გაუტოლა.
- იოანეს 8:19
უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.
- იოანეს 12:44-45
იესომ შეღაღადა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ მისი, ვინც მე მომავლინა, და ვინც მე მხედავს, ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
- იოანეს 14:8-9
ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა?
- იოანეს 15:23-24
ვისაც მე ვძულვარ, მას ჩემი მამაც სძულს. მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.
- მათეს 10:40
ვინც თქვენ მიგიღებთ, ის მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
- მარკოზის 9:37
ვინც ერთ ასეთ ბავშვს მიიღებს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.
- იოანეს 13:20
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
- ფილიპელთა 2:5-6
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას,