მთავარითემები „ღ“ღმერთის საქმეების განჭვრეტა

ღმერთის საქმეების განჭვრეტა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 18:21-22
    და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?“ თუ წინასწარმეტყველი ილაპარაკებს უფლის სახელით და არ ასრულდება ის სიტყვა და არ ახდება, მაშინ ის სიტყვა არ უთქვამს უფალს. იგი თავხედურად უთქვამს წინასწარმეტყველს, – ნუ შეგეშინდება მისი.
  2. იერემია 28:9
    თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ მაშინ აღიარებენ, უფლის მიერ მოვლინებულ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, როცა ახდება მისი წინასწარმეტყველება.
  3. 3 მეფეთა 18:24
    მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.
  4. 1 კორინთელთა 12:7-10
    თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.
  5. ფილიპელთა 1:9
    ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში,
  6. იოანეს 7:17
    ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღმერთისგან არის ის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
  7. 1 კორინთელთა 2:14
    აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი.

← ყველა თემა „ღ“-ზე