ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთის მოწოდების უარყოფა
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 6:9
თქვა: „წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით!
- ესაია 66:4
მეც ავარჩევ მათთვის სასჯელებს და რისიც ეშინიათ, იმას მოვუვლენ, რადგან ვეძახდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და რაც არ მახარებდა იმას ირჩევდნენ!
- საქმეები 13:46
მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
- საქმეები 18:6
მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.
- გამოცხადება 2:5
ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
- ესაია 28:12
ეუბნებოდნენ მათ: „აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
- იერემია 6:16
ასე ამბობს უფალი: „დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
- იერემია 35:17
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.
- ლუკას 12:24
ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?
- იერემია 6:19
ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.
- იოანეს 12:48
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
- ებრაელთა 12:25
ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ - თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,
- იგავნი 29:1
კაცი, რომელიც მრავალი მხილებისას ქედს არ იდრეკს, უცაბედად განადგურდება და კურნება არ ექნება.