ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთის გამოჩენა
29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 12:7
გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას.“ და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
- დაბადება 17:1
ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვარ ელ შადაი – ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.
- დაბადება 18:1
და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
- საქმეები 7:2
მან თქვა: „კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
- დაბადება 26:2
და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
- დაბადება 26:24
იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: „მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის – ჩემი მსახურის გამო.
- დაბადება 35:1
- დაბადება 35:7
ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა უფალი, როცა გაურბოდა თავის ძმას.
- დაბადება 35:9
და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი.
- დაბადება 48:3
უთხრა იაკობმა იოსებს: „ელ შადაი – ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა.
- 3 მეფეთა 3:5
ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!
- 3 მეფეთა 9:2
მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
- 3 მეფეთა 11:9
განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
- მათეს 1:20
ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
- მათეს 2:13
მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.
- მათეს 2:19
ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
- ლევიანნი 16:2
უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე აჰარონს, შენს ძმას, ყოველთვის ნუ შევა კრეტსაბმელს მიღმა წმიდაში, კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, ვინაიდან სარქველს ზემოთ, ღრუბელში გამოვჩნდები.
- გამოსვლა 3:2
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
- გამოსვლა 3:16
წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
- გამოსვლა 4:5
ეს იმისათვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.
- გამოსვლა 6:3
მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი – უფალი – არ გავუმხილე მათ.
- გამოსვლა 19:11
მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
- ლევიანნი 9:4
მოზვერი და ვერძი სამშვიდობო შესაწირად, რათა უფლის წინაშე აღასრულოთ მსხვერპლშეწირვა და პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.
- ლევიანნი 9:6
თქვა მოსემ: „აი, რისი გაკეთება გიბრძანათ უფალმა, რომ გამოგეცხადოთ უფლის დიდება.
- ლევიანნი 9:23
შევიდნენ მოსე და აჰარონი საკრებულო კარავში; გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს.
- 1 მეფეთა 3:21
კვლავ ცხადდებოდა უფალი შილოში მას შემდეგ, რაც სამუელს მოევლინა თავისი სიტყვით.
- მსაჯული 6:12
ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: „უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!
- ლუკას 2:9
და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
- გამოსვლა 4:1
მიუგო მოსემ: „რომ არ დამიჯერონ და არ შეისმინონ ჩემი ნათქვამი, იქნებ მითხრან, არ გამოგეცხადაო უფალი?
უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, ადი ბეთელში და იქ დამკვიდრდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს გაურბოდი.“