ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთის ეტლები
1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 67:17
ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდა ადგილას. ფსალმუნები 103:3 ვინც წყლებზე ააგო ზესართულები, ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. ესაია 66:15 რადგან, აჰა, უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა გაამძვინვაროს თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ენებად აღატყინოს. აბაკუმი 3:8 ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?