ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ხედავს უკეთურს
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 6:5
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
- დაბადება 6:12
და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე.
- დაბადება 11:5
და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
- დაბადება 18:21
ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ.
- გამოსვლა 14:24
ისე მოხდა, რომ მოხედა უფალმა დილის გუშაგობისას ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლოვანი და ღრუბლოვანი სვეტიდან და შეაძრწუნა მათი ბანაკი.
- ამოსი 9:8
აჰა, უფალი ღმერთის თვალები ცოდვილ სამეფოზეა და მე აღვგვი მას მიწის პირისაგან; ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს! – ამბობს უფალი.
- მეორე რჯული 32:19
იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
- იგავნი 21:12
აკვირდება მართალი უმართლოს სახლს, როგორ ეცემა და ნადგურდება.
- გამოსვლა 32:9
უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
- მეორე რჯული 9:13
კიდევ მითხრა უფალმა: „ვნახე, რომ ქედმაგარი ყოფილა ეს ხალხი.