მთავარითემები „ღ“ღმერთი ხედავს მათ უბედურებას

ღმერთი ხედავს მათ უბედურებას

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 31:42
    მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!
  2. დაბადება 29:32
    დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: „იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი.
  3. დაბადება 29:31
    როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
  4. დაბადება 31:12
    მითხრა: „თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
  5. გამოსვლა 2:25
    მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
  6. გამოსვლა 3:7
    უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
  7. საქმეები 7:34
    ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
  8. 2 მეფეთა 12:16
    ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
  9. 4 მეფეთა 14:26
    რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
  10. ზაქარია 9:8
    მე კი ჩემი სახლის გარშემო დავბანაკდები და ლაშქარი ვერ გაივლის მასში; აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ვიხილე მათი ტანჯვა.

← ყველა თემა „ღ“-ზე