მთავარითემები „ღ“ღმერთი შეწყალების გარეშე

ღმერთი შეწყალების გარეშე

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 7:2
    ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
  2. იესო ნავეს ძე 11:20
    რადგან უფალმა გაუქვავა გული, რათა ბრძოლაში შეხვედროდენ ისრაელს, რომ დაეხოცათ ისინი და არ ჰქონოდათ შეწყალება; ამოეჟლიტათ, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა.
  3. ეზეკიელი 5:11
    ცოცხალი ვარ! - ამბობს უფალი ღმერთი. იმის გამო, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი სიბილწით, მეც დაგამცირებ; არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ.
  4. ეზეკიელი 7:9
    არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
  5. იერემია 16:5
    რადგან ასე ამბობს უფალი: „მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.
  6. იაკობის 2:13
    რადგან უმოწყალო სამსჯავრო - წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.
  7. ეზეკიელი 24:14
    მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
  8. ოსია 2:4
    არ შევიწყალებ მის შვილებს, ვინაიდან სიძვის შვილები არიან.
  9. ოსია 13:14
    გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!
  10. ზაქარია 1:12
    შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
  11. ოსია 1:6
    კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: „ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
  12. ზაქარია 11:6
    ამიტომ მეც აღარ შევიბრალებ ამ ქვეყნის მკვიდრთ - ამბობს უფალი - აჰა, ყოველ კაცს თავისი თვისტომისა და თავისი მეფის ხელში ჩავაგდებ, აიკლებენ ქვეყანას და არ დავიხსნი მათი ხელიდან.
  13. იერემია 13:14
    ერთი-მეორეზე დავლეწავ მამებსა და ძეებს ერთიანად, ბრძანებს უფალი, არ დავინდობ, არ შევიბრალებ და არც მათ გაწყვეტას შევინანებ!
  14. ეზეკიელი 7:4
    არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!
  15. ეზეკიელი 8:18
    მეც გულისწყრომით მოვექცევი, არ შეიცოდებს თვალი ჩემი და არ შევიბრალებ; თუნდაც დიდი ხმით შემომღაღადონ ყურში, არ შევისმენ მათსას”.
  16. ეზეკიელი 9:10
    არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათ თავზევე მოვაქცევ მათ გზებს”.
  17. იერემია 15:6
    აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.
  18. ესაია 27:11
    გახმება მისი რტოები და დაამტვრევენ. მოვლენ დედაკაცები და დასწვავენ, რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამიტომაც არ შეიბრალებს შემოქმედი და გამჩენი არ შეიწყალებს.

← ყველა თემა „ღ“-ზე