ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი, როგორც მოწინააღმდეგე
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 28:16
ისე გააკეთა უფალმა, როგორც ბრძანა ჩემი ბაგით; ხელიდან გამოგგლიჯა სამეფო და მისცა დავითს, შენს თვისტომს.
- ესაია 63:10
მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.
- იობი 19:11
თავისი რისხვა აღანთო ჩემზე და საკუთარ მტრად შემრაცხა;
- იობი 33:10
აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა.
- გოდება იერემიასი 2:4
მშვილდი მოზიდა, როგორც მტერმა, აღმართა მარჯვენა, როგორც მომხდურმა, და მოსრა ყოველი თვალის საამური ჩემი; სიონის ასულის კარავზე გადმოანთხია თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი.
- იერემია 30:14
ყველა შენმა მეგობარმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან გამრავლდა შენი ცოდვები.
- გოდება იერემიასი 2:5
მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.
- გამოსვლა 23:22
თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
- რიცხვნი 22:22
აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან.
- რიცხვნი 22:32
თხრა მას უფლის ანგელოზმა: „რად სცემე ვირი სამჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.