მთავარითემები „ღ“ღმერთი მოწმობს ქრისტეზე

ღმერთი მოწმობს ქრისტეზე

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 5:32
    სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.
  2. საქმეები 17:31
    რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი.
  3. საქმეები 2:22
    ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
  4. იოანეს 5:37
    და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე, თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი გიხილავთ.
  5. იოანეს 8:18
    მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.
  6. 1 იოანეს 5:9
    თუ კაცთა მოწმობას ვღებულობთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც დაამოწმა თავის ძეზე.
  7. იოანეს 15:26
    როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
  8. საქმეები 5:32
    ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ.
  9. 1 იოანეს 5:7
    რადგან სამნი მოწმობენ ცაში – მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.

← ყველა თემა „ღ“-ზე